21 მილიონიან ქალაქში ვარ და კორონავირუსის, მხოლოდ 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - ხარაგაულელი ბიჭის ვიდეოჩართვა პეკინიდან

18:18 01-29-2020
3062

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მყოფი ქართველი ლაშა გელაშვილი, „კორონავირუსის“ გავრცელების გამო შექმნილ მდგომარეობას აფასებს და სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვას აქვეყნებს:

„ღამის გასეირნება მოვიწყვე - ამ ტრანსპორტით დავდივარ სამსახურში, რომელიც ყოველთვის სავსეა, თავისუფალი ადგილები თითქმის არ არის. აქვე ერთი დიდი მარკეტია და ნახვა მინდა, ჯერჯერობით საკვების მარაგი კი მაქვს. ძირითადად, მთელი დღე სახლში ვზივარ. ამ ტერიტორიაზე ორი დიდი მარკეტია, ერთ-ერთი „გუდვილის“ მსგავსია. ჯერ შედარებით პატარა მარკეტში შევალ და პროდუქტებს შევამოწმებ.

... მაღაზია გადავსებულია პროდუქტებით. პანიკის საფუძველი არ არის, ქალაქში სიმშვიდეა. წარმოიდგინეთ, 21 მილიონიან ქალაქში ვარ და კორონავირუსის, მხოლოდ 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. თუ დაიცავ წესებს, არაფერი საშიში არ არის. ახლახანს შეიქმნა პირველადი ინფორმაციის ოფიციალური საიტი, სადაც ყოველ დღე იწერება ახალი ამბები. ლინკს გთავაზებთ, რომელიც მართალია ჩინურად არის, მაგრამ ქრომით თარგმნა შეგიძლიათ - სპეციალურად შექმნილი საიტია, ვირუსის შესახებ პირველადი წყაროა და ყოველ ნახევარ საათში ახლდება. „ქრომის“ საშუალებით შეიძლება გადათარგმნა.

მეორე მარკეტი დაკეტილი აღმოჩნდა. ახალი პირბადე უნდა შევიძინო. პეკინში ვარ, ბეიჯინგში, სადაც სრული სიმშვიდეა. არავითარი პანიკა არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ მარკეტებში პროდუქტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე იყო. მთავარია, წესები დაიცვა. „კორონავირუსი“ ჰაერში არ არის, მაგრამ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და ამიტომ წესების დაცვაა საჭირო, რომელსაც ყველა იცავს. მოსახლეობა, ძირითადად სახლშია, მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გამოდიან.

გუშინ საიტზე დაიდო ინფორმაცია „კორონავირუსის“ ვაქცინის შესახებ, რომელმაც ლაბორატორიული შემოწმებები გაიარა და ცდას უკვე ადამიანებზე ჩაატარებენ. მალე გამოვა უფრო დახვეწილი ვერსიები. დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან დაიწყება ამ ვირუსის ჩაცხრობა. მინდა გითხრათ, რომ საპანიკო არაფერი არ არის, თუ რამე სიახლე იქნება, შეგატყობინებთ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ!“ - ამბობს ლაშა გელაშვილი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე