ბავშვები თოვლის ორმოში იყვნენ ჩაწოლილები და უმცროს ძმას ათბობდნენ - სულის შემძვრელი ისტორია (ალიასკა)

17:07 02-07-2020
2978

ალიასკაზე, მაშველებმა დაკარგული ბავშვები იპოვნეს, რომლებიც თოვლის ორმოში იყვნენ ჩაწოლილები და უმცროს ძმას ათბობდნენ, რომ არ გაყინულიყო.

width=600

ერთ-ერთი მაშველი ბრაიან სიმონი, რომელიც დასავლეთ ალიასკაში მდებარე ნუნამ იკუას სამხრეთით იმყოფებოდა - 18 კილომეტრში, მდინარე იუკონის შესართავთან, ოთხ ბავშვს ეძებდა -14 წლის კრისტოფერ ჯონსონს, 8 წლის ფრენკ ჯონსონს, 7 წლის ეთან კამილს და 2 წლის ტრე კამილს, - რომლებმაც კვირას, დღის მეორე ნახევარში სახლისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ თოვლის ქარბუქი დაიწყო და ბავშვები გაუჩინარდნენ. დაკარგვიდან, თითქმის 24 საათზე მეტი იყო გასული.

width=600

როგორც alaskapublic.org წერს, ბავშვებმა თოვლში ორმო ამოთხარეს, შიგნით ჩაწვნენ და 2 წლის ძმა გაყინვას გადაარჩინეს. ქარბუქში გაუჩინარებულ ძმებს 24 საათის განავლობაში ეძებდნენ:

„ეს არაფერს არ ჰგავდა, როდესაც მივუახლოვდი, მოძრაობა დავინახე, თვალებს, ვერ ვუჯერებდი, შორიდან, მხოლოდ ერთი ბავშვი დავინახე. მცირეწლოვანიც იქ იყო. მასზე ზემოდან ბიჭი იწვა, მარცხენა მხრიდან მეორე ბიჭი ეფარებოდა, ცოტათი უფროსი ბიჭი კი მათ ზემოთ იყო. ისინი უმცროს ძმას ყინვისგან იცავდნენ”, – იხსენებს მაშველი, რომელმაც ბიჭები იპოვა.

ბავშვებს მაშველებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მაშველი ამბობს, საოცრებაა, რომ ბიჭებმა 24 საათის განმავლობაში, ასეთ დაბალ ტემპერატურაზე გადარჩენა შეძლეს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სამ მათგამს ჰიპოთერმია აქვს.

ავტორი: რუსა ღვანიძე