კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 811-მდე გაიზარდა

09:13 02-09-2020
220

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მნაცემებით, ვირუსით 811 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 89 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 37 198-ს მიაღწია.

ამასთან, ჩინეთში ახალი ვირუსით ამერიკის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 60 წლის იყო.