ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმის შედგენა დაიწყო

14:00 02-09-2020
130

ისრაელში დაიწყო მდინარე ოირდანეს დასავლეთის სანაპიროების მიწის რუქების შედგენა.

ამის შესახებ იტყობინება The Jerusalem Post, რომელიც ციტირებს პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული „საუკუნის გარიგების“ პირობებით, ეს ტერიტორიები ისრაელის ნაწილი გახდება.

„ამას ველოდით 1967 წლიდან და არ ღირს ყურადღების გამახვილება ლოდინის კიდევ რამდენიმე კვირაზე“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა.

რუქების შესამუშავებლად  შეიქმნა სპეციალური ისრაელ-ამერიკული კომიტეტი. პრემიერ მინისტრის განცხადებით, მზადების პროცესის ნახევარი უკვე დასრულებულია. მისი თქმით, რუკების მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდება.

ცოტა ხნით ადრე, ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გეგმას, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესთავაზა, მხარი დაუჭირა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. არაბმა და ისრაელელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დასავლეთის სანაპიროზე სიტუაცია გამწვავდება, თუ ისრაელი ტერიტორიების ანექსიას დაიწყებს, როგორც ეს ტრამპის მიერ შეთავაზებულ „საუკუნის გარიგებაშია“ მითითებული. თავის მხრივ, პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ ქვეყანა „ყველანაირ კავშირს წყვეტს“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.