„ოსკარის“ პირველი ცერემონია 1929 წელს ჩატარდა. ღონისძიებას 250 ადამიანი ესწრებოდა და სულ 15 წუთს გაგრძელდა, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა 3 თვით ადრე იცოდნენ.
დღეს ეს მასშტაბური მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი აკვირდება. სანამ ერთნი საუბრობენ ფილმებზე, სხვების თვალში მსახიობებისა და სხვა ვარსკვლავების ტანსაცმელი ხვდება.
ალბათ ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, სად მიდის ეს მშვენიერი კაბები ცერემონიის შემდეგ?
წითელ ხალიჩაზე კაბის დემონსტრაცია ეს ბრენდების კარგი რეკლამაა. ისინი ცდილობენ სელებრითებთან თანამშრომლობას, რათა მათ მოირგონ ბრენდის მიერ შექმნილი დაჯილდოების დროს ან შემდეგ „აფთერ ფართიზე“.
ვარსკვლავებს მოდის სახლებთან კონტრაქტები აქვთ. მაგალითად შარლიზ თერონი Dior-თან თანამშრომლობს, ქეით ბლანშეტი Armani-ს სახეა. კონტრაქტში გაწერილია, რამდენჯერ და რომელ ღონისძიებებზე უნდა ჩაიცვას ვარსკვლავმა ბრენდის კაბა. ტანსაცმელს ექსკლუზიურად ვარსკვლავისთვის კერავენ, თუმცა ხანდახან ვარსკვლავს სურს, რომ მოდის ჩვენებაზე ნანახი სამოსი მოირგოს, რის საშუალებასაც მათ ბრენდები აძლევენ, თუ მათთვის შესაბამისი ზომა ექნებათ.
„ოსკარებზე“ დამოუკიდებლად სამოსის შეძენა ცუდ ტონად მიიჩნევა. 1980-იან წლებამდე, ვარსკვლავები ღონისძიებაზე სხვების დახმარებით მიდიოდნენ. მოდის სახლებთან თანამშრომლობის შანსები მხოლოდ ისეთ ვარსკვლავებს ჰქონდათ, როგორებიც იყვნენ გრეის კელი და ელიზაბეტ ტეილორი. 1990-იანი წლებიდან, წითელ ხალიჩაზე სულ უფრო მეტი მოდის სახლის სამოსი გამოჩნდა.
ვინ იხდის ამ ლამაზი კაბების ფასს?
იხდიან თვითონ დიზაინერები. ისინი უხდიან ცნობილ ადამიანებს იმისათვის, რომ ვარსკვლავი „ოსკარზე“ მისი სამოსით წარდგეს. წითელ ხალიჩაზე გავლის ფასი 150,000 დოლარიდან იწყება. თუ ვარსკვლავი თანახმაა, ის ამაში ფულს იღებს, სტილისტი პროცენტს, ხოლო მოდური ბრენდი - რეკლამას.
კიდევ ერთ ვარიანტი - ვარსკვლავებისა და დიზაინერების ახლო, მეგობრული ურთიერთობაა, რის გამოც სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს მათი საყვარელი დიზაინერის სამოსი აცვიათ ხოლმე.
სად ინახავენ ვარსკვლავები „ოსკარულ კაბებს“?
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სამოსი ინდივიდუალურია და იკერება სპეციალურად ერთი ადამიანისთვის, ტანსაცმელი დიზაინერის ან მოდის სახლის საკუთრებად რჩება. კაბის დაბრუნებისთვის 48 საათი გაიცემა. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც კაბას ჩუქნიან და ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
ერთი კაბის ფასი რამდენიმე ასეული ათასით იწყება და მილიონი დოლარით მთავრდება. ეს ძალიან ძვირადღირებული საჩუქარია. „ოსკარების“ დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაბა ისტორიაში ნიკოლ კიდმანს ეცვა, რომელიც 2 მილიონი დოლარი ღირდა და მსახიობს ჯონ გალიანომ შეუკერა.
ვარსკვლავს კი კაბა მეორეჯერ აღარ სჭირდება, რადგან მეორედ მას ვეღარსად ჩაიცვამს.