„წლის გიგანტი“- თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის „წლის საუკეთესო კალათბურთელად“ დასახელდა

17:04 02-11-2020
48

10 თებერვალს ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ენდესას (Endesa) შტაბში „წლის გიგანტის“(Giant Awards) დაჯილდოების XXXII-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

width=600

ესპანეთის საკალათბურთო წვეულებაზე, წლის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ესპანეთის გუნდმა „Baskonia“-მ ორი პრიზი მოიპოვა - ერთი პრიზი, გუნდს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცა და მეორე მისი გუნდის ვარსკვლავმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა - „Endesa League- ის წლის გიგანტი თორნიკე შენგელია“.

width=600

„Liga Endesa“-ს წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიაზე, „Baskonia“ -ს ლიგის ქართველ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას, ყველაზე მნიშნველოვანი ჯილდო „ლიგა ენდესა“, იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა, რომელიც „Liga Endesa“ -ს გენერალური დირექტორია. 

width=600

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში - 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18.6-ია.

ავტორი: რუსა ღვანიძე