ამერიკული VOGUE ქართველ დიზაინერზე, დემნა გვასალიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სადაც ვკითხულობთ, რომ გვასალიამ მოდის ძალაუფლება პირველად 7 წლის ასაკში შეიცნო.
„გვასალიამ მოდის ძალაუფლება პირველად 7 წლის ასაკში შეიცნო, როდესაც თავისი მეზობელი მკერავი დაარწმუნა, რომ შარვალი 5 სანტიმეტრით დაემოკლებინა. სკოლამ დემნას მშობლებს დაურეკა, რათა გაერკვიათ აღმოფხვრიდნენ, თუ არა ბავშვის კაპიტალისტურ შეხედულებებს“, - წერს გამოცემა.
„უბრალოდ მინდოდა მოკლე შარვალი მცმოდა, მაგრამ ვლადიმერ ლენინის, თუ ვიღაცის ნარატივის ნაწილი არ იყო და არ შეიძლებოდა“, - ამბობს დიზაინერი.
დემნა გამოცემას უყვება, რომ მას ბავშვობაში მშობლები უსახსრობის გამო, ყოველთვის დიდი ზომის ტანსაცმელს ყიდულობდნენ, რათა მომდევნო სეზონზეც ჩაეცვა, თუმცა როგორც ამბობს მას ეს ჩაცმის სტილი მოსწონდა.