კორონავირუსის გამო, ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეეზღუდათ

00:02 02-19-2020
77

20 თებერვლიდან ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეეზღუდებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა. ინფორმაციას რუსული მედი ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დროებითი შეზღუდვები შეეხება ტურისტული, სამუშაო, სასწავლო ან დასაქმების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს.

​კორონავირუსით ამ დროისთვის დადასტურებულად 72 400 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ვირუსს 98 ადამიანი ემსხვერპლა, 1 701 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს, ხოლო 1 886 ადამიანი დაინფიცირდა. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1868-ს მიაღწია.

ცნობისთვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.