ადრე ამ ყველაფერს „გრუზინული“ სახით ვუყურებდი - „მისტერ ვალენტინის“ გზა „ქუჩიდან“ პოდიუმამდე

21:20 02-21-2020
81558

მისტერ ვალენტინი 2020-ის გამარჯვებული ლუკა ლაპიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ძველ დროს იხსენებს, როდესაც ის ჯერ კიდევ ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობდა. 

როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, მან მძიმე პერიოდი გაიარა, ის იყო მსუბუქ ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ის ბიჭების სილამაზის კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას. 

„იყო პერიოდი, როდესაც „ქუჩურ“ ცხოვრებაზე ვიყავი მორგებული, რაღაც მსუბუქ ნარკოტიკებსაც გავუგე გემო და მათ მიმართ ინტერესი გამიჩნდა. წლების მანძილზე ამ ყველაფერზე ვიყავი დამოკიდებული. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ცუდის მომტანი იქნებოდა, მაგრამ რაღაც მაკლდა ამ ყველაფრისთვის თავის დასანებებლად. წლების შემდეგ სხვანაირად დავიწყე ფიქრი. ვფიქრობდი ჩემს თავში მეპოვა ძალა. გადავწყვიტე დამეწყო ვარჯიში. ასე უფრო მომწონდა ჩემი თავი, ვიდრე გარკვეული წლების წინ და ასე ნელ-ნელა საკუთარ თავთან მუშაობით ჩამოვშორდი მსუბუქ ნარკოტიკებსაც და „ქუჩურ“ ცხოვრებასაც“,- ამბობს ლუკა ლაპიაშვილი.

width=600

კითხვაზე, როგორ დაინტერესდა „ქუჩური ცხოვრების“ შემდეგ მოდით, ლუკა გვპასუხობს, რომ როგორც ქართველების უმეტესობა ისიც ფიქრობდა, რომ ბიჭისთვის ეს მიუღებელია.

„ადრე ამ ყველაფერს „გრუზინული“ სახით ვუყურებდი და ზოგადად ქართველებიც ასე ფიქრობენ, რომ ბიჭისთვის ეს მიუღებელია. მაგრამ სანამ ჩემ თავზე პირადად არ გამოვცადე და შიდა სამზარეულო არ ვნახე, მანამდე მეც სხვა წარმოდგენა მქონდა. პირველად 2019 წლის 29 იანვარს მივედი ამ კონკურსში და ეს იყო პირველი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. მეგობრის რჩევით და დაძალებით გადავწვიტე, რომ ჩემი თავი გამომეცადა ამ სფეროში“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლუკა. 

მისი თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ ის მისტერ ვალენტინი 2020-ის ტიტულის მფლობელი გახდებოდა. 

width=600

width=600

„რადგან მონაწილეობა გადავწყვიტე ამ კონკურში, მქონდა იმის იმედი, რომ გავხდებოდი მისტერ ვალენტინი. მინდა, რომ ამ სფეროში წარმატებას მივაღწიო“. 

თავად ორგანიზატორი გიორგი მასხულია ამბობს, რომ ეს იყო კონკურსი, რომელიც ყველაზე განსხვავებულად დასრულდა.

„მისტერ ვალენტინის კონკურსი დიდი ხანია ტარდება. ძალიან განსხვავებულად და კარგად დასრულდა წლევანდელი კონკურსი. როდესაც ჩემმა მეგობარმა ლუკა მომიყვანა, როგორც კი შევხედე ვთქვი, რომ ეს ერთ-ერთი კანდიდატი იყო გამარჯვების“,- ამბობს გიორგი მასხულია.