ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ამჯერად არასრულწლოვანი გაიტაცა. ფაქტი სოფელ კირბალის მიმდებარედ მოხდა. უკანონოდ დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. პრაიმტაიმს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, სადაც განმარტეს:
ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლობლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად.