სოფელ კირბალში სამართალდამცველებს გზა მანქანებით აქვთ გადაკეტილი

14:28 02-23-2020
82

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს არ უშვებენ. სამართალდამცველებს სოფლის გზა მანქანებით აქვთ გადაკეტილი. გატაცებული არასრულწლოვანის ალეკო შიუკაშვილის ოჯახის მოსანახულებლად, სოფელ კირბალში დავით ქაცარავაც არ შეუშვეს.

ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციელებმა ეს ქმედება უსაფრთხოების მიზნით ახსნეს, თუმცა, მიიჩნევს რომ სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას მალავს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების თავისუფლებასაც ამიტომ უზღუდავს.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან საქართველოს მოქალაქე, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს. არასრულწლოვანი ტყეში შეშაზე იყო წასული.