„ტანკით ვერ შევალთ“ - ნუკრი ქანთარია გატაცებული არასრულწლოვნის შესახებ

15:21 02-23-2020
45

სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილის გატაცებას, მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია ეხმაურება: 

„ტანკით ვერ შევალთ ბუნებრივია და ვერ ავტეხავთ ახლა ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ. მაქსიმალურად, რაც შეიძლება ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება.

სოფელ კირბალიდან საქართველოს მოქალაქე გუშინ გაიტაცეს. 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშაზე იყო წასული, რა დროსაც ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. სავარაუდოდ, ის ცხინვალის მილიციაში არის გადაყვანილი.