ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიაშვილი დააკავეს

16:00 02-27-2020
33

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი  ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს. ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, დაკავებას სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე მეორედ დააკავეს.

70 წლის ელდარ გუნდიაშვილი  საკუთარი სახლიდან 800 მეტრში შეშას აგროვებდა, როცა გაიტაცეს.დაკავებული ზემო არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

ელდარ გუნდიშვილი და სტუმრად მყოფი თბილისის მკვიდრი თეიმურაზ კაზიევი პირველად, 7 აპრილს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მეორე დღეს გაათავისუფლეს.