2020 წლისთვის სამინისტროსა და სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მწარმოებლებთან გაფორმებული კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია Raytheon/Lockheed Martin Javelin JV-იმ სამინისტროსგან მიიღო $18,431,215-ის ღირებულების დაკვეთა (კონტრაქტი W31P4Q-19-C-0059) აწარმოოს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი.
„კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები არიზონას შტატში, ქალაქ ტუსონში, 2020 წლის 25 ივნისამდე შესრულდება. იარაღი განკუთვნილია, როგორც აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის, ასევე ექსპორტისთვის შემდეგ ქვეყნებში - ავსტრალია, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, ინდონეზია, ირლანდია, იორდანეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ომანი, კატარი, თურქეთი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საემიროები- ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა.