თურქეთის საგარეო მინისტრი - ყველა მოღალატეს ხელებს დავუმტვრევთ

10:44 03-02-2020
458

ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მიერ იდლიბში დაწყებული სამხედრო ოპერაციის - „გაზაფხულის ფარის“ - კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი ოპერაციებით: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“ და ახლა კი „მშვიდობის ფარით, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ. დაე, ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი დროშის დასაცავად იბრძვიან,“ - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, გუშინ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ განხორციელება დაიწყო.