რომელ პროდუქტებზე გაიზარდა და რომელზე დაიკლო ფასებმა

12:30 03-02-2020
227

ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ია , ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ღირებულება - 6.4%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

ფასები გაიზარდა:

სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების 1.3 პროცენტიანი მატება ფიქსირდება.

ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (8.0 %), ხილზე (3.6%) , მინერალურ და წყაროს წყალზე და ნატურალური წვენებზე (1.7%), შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (0.7%).

ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე - 0.6%, ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე -0.3%.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.1 პროცენტით.

ტრანსპორტი: დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით

სადილი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 11.19%; 

ყავა კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 7.29%; 

ხაჭაპური კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 9.99%; 

ლუდი ბარში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 2.81%; 

ხინკალი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 13.11%