ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე „პრაიმტაიმმა“ ახალი დეტალები გაარკვია. ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალიდან თავდამსხმელმა 2000-მდე ლარი გაიტაცა.
„შემთხვევა დილით მოხდა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც ერთ-ერთ მოლარეს რევოლვერის გამოყენებით თანხა მოსთხოვა. წაღებულია 2000-მდე ლარი. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. მიმდინარეობს გამოძიება “ -ამბობს ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი.
შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკის რობაქიძის ქუჩაზე არსებული ფილიალი დღეს დილით დააყაჩაღეს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.