ეკლესიაში ყოველ შაბათს დავდიოდი, მახსოვს როგორ ვუყურებდი მღვდლებს - დემნა გვასალია

21:02 03-02-2020
711

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, Balenciaga 2020-ის ახალი კოლექციის ჩვენების დასრულების შემდეგ vogue.com-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის იმ ქვეყნიდანაა სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი იყო. 

მისი თქმით, მას ახსოვს როგორ უყურებდა მღვდლებს, რომლებსაც გრძელი მანტიები ეცვათ.

„მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი იყო. ეკლესიაში ლოცვისთვის ყოველ შაბათს დავდიოდი. მახსოვს როგორ ვუყურებდი მღვდლებსა და ბერებს, რომლებსაც ეს გრძელი მანტიები ეცვათ და ვფიქრობდი „რა ლამაზია“. მათ ევროპაშიც ვხედავ - წვერით, შეკრული თმითა და ჩანთებით. არ ვიცი, ეს ძალიან სექსუალურია ჩემთვის - ჩემი ფეტიშია. რელიგიური დრესკოდი სხეულის დაფარვას გულისხმობს, სხეულით შერცხვენას, სექსი ტაბუდადებულია, მაშინ როცა სიღრმისეულად თუ შეიხედავ, ზოგიერთი მათგანი ყველაზე გარყვნილი და ბინძური უკუღმართი ადამიანია“, - ამბობს vogue.com-თან ინტერვიუში დემნა გვასალია. 

ცნობისთვის, 2020-ის ჩვენებაზე სამღვდელო ანაფორებიც ვიხილეთ, რომელიც დემნას კიდევ ერთი გასაოცარი შემოქმედებაა. 

width=600

width=600