ბორის ჯონსონი ქორწინდება - ვინ არის ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რჩეული

22:09 03-02-2020
327

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თავის მეგობარ ქალზე, კერი საიმონდსზე ქორწინდება. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.

წყვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯონსონმა და საიმონდსმა ნიშნობაზე უკვე ოფიციალურად განაცხადეს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მალე, უფრო კონკრეტულად კი - ზაფხულის დასაწყისში მამა ხდება

როგორც თავად საიმონდსი თავის დახურულ Instagram-ზე წერს, ნიშნობა მათ გასული წლის ბოლოს ჰქონდათ.

„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ“ - აცხადებს ჯონსონის რჩეული.

საიმონდსამდე ბორის ჯონსონი სამჯერ იყო დაქორწინებული. მეორე ქორწინებიდან იურისტ მარინა უილერთან მას 4 შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი - ლარა და კასია და ორი ვაჟი - მილო და თეოდორი ჰყავს. ამას გარდა, პოლიტიკოსს ქორწინების გარეშეც ჰყავს ერთი ქალიშვილი ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირთან.

გასულ წელს კერი საიმონდს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. სავარაუდოდ, ეს მის ვიზიტს ეხება აღმოსავლეთ აფრიკაში 2018 წელს, როცა მან არაღიარებული სახელმწიფო სომალილენდიც მოინახულა.