კიევში ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ 46 წლის კობა შემაზაშვილი, მეტსახელად „კობა რუსთავსკი„ და კახაბერ ორაგველიძე, მეტსახელად „კახა თბილისკი„ დააკავეს.
„კობა რუსთავსკი“, რომელიც 2016 წლიდან ინტერპოლით საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფება, კიევის დარნიცკის რაიონში დააკავეს. მას ჩხრეკის დროს იარაღი, ვაზნა და დოკუმენტების გაყალბებისთვის განკუთვნილი ბლანკები ამოუღეს. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემაზაშვილი კრიმინალური ჯგუფის შემქმნელად და საფრანგეთში შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორადაა მიჩნეული და მას 2019 წლის 23 დეკემბერს კანონიერი ქურდის ვლადიმერ ჯანაშიას („ლადო“) მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
როგორც სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს, 2016 წელს „კობა რუსთავსკი“ სომხეთში ქურდული გარჩევის მონაწილე გახდა, რა დროსაც მას ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი ჩამოერთვა.
რაც შეეხება კახაბერ ორაგველიძეს იგი სამართალდამცავებმა ჩერნოვიცკის რეგიონში, რუმინეთთან საზღვარზე დააკავეს.