კრიშტიანუ რონალდუს დედა ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს

16:51 03-03-2020
174

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედა ინსულტით ტურინის კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დოლორეშ ავეირუს ვენებში სისხლი გაიჭედა რამაც ინსულტი გამოიწვია. მას ამ წუთებში ადგილობრივ საავადმყოფოებში გამოკვლევა უტარდება და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედის ავადმყოფობის გამო, რონალდუ იტალიის თასის შეხვედრა, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის შესაძლოა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის დედამ გასულ წელს სიმსივნე დაამარცხა.