პირველად 2008 წლის შემდეგ, აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

20:26 03-03-2020
94

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს 50 საბაზრო პუნქტით შეამცირებს.  Fed-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ კორონავირუსის გახშირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას. ახალი საორიენტაციო პროცენტია 1%-დან 1.25%. ამის შესახებ CNN-წერს.

მსგავსი ნაბიჯი 2008 წლის დეკემბრის ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველია. 

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემამ დილით 11 საათზე აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩანიშნა.

​მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ეკონომიკის საფუძველი ძლიერია, კორონავირუსი საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ საქმიანობას“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში 6 ტრილიონი აშშ დოლარი დაკარგეს. ნვესტორები შიშობენ, რომ კოროვირუსის COVID-19- ი პანდემიაში გადაიზრდება.