ფედერალური სარეზერვო სისტემა იშლება და უფრო მარტივდება - ტრამპი Fes-ის გადაწყვეტილებაზე

20:33 03-03-2020
63

„ფედერალური სარეზერვო სისტემა იშლება და უფრო მარტივდება, იგი მნიშვნელოვან კონტაქტებს დაამყარებს სხვა ქვეყნებთან/კონკურენტებთან“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და Fed-ის მიერ მიღებულ გადაწყვიტილებას ეხმაურება.

„ფედერალური სარეზერვო სისტემა იშლება და უფრო მარტივდება, იგი მნიშვნელოვან კონტაქტებს დაამყარებს სხვა ქვეყნებთან/კონკურენტებთან. ჩვენ არ ვთამაშობთ ერთსა და იმავე ასპარეზზე, ეს არ იქნებოდა სამართლიანი აშშ-სთვის. ფედერალურ სარეზერვო სისტემას აქვს ბოლო შანსი, რომ წამყვანი როლი შეასრულოს, ბევრად მარტივი, მაგრამ გადამწყვეტი!“, - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პირველად 2008 წლის შემდეგ აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს 50 საბაზრო პუნქტით შეამცირებს. მიზეზი მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გავრცელების საფრთხეა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მსიოფლიოს ეკონომიკურ საქმიანობას.