შემზარავი მკვლელობის დეტალები: რას ყვებიან მეზობლები შვილზე, რომელმაც დედა მოკლა და ცხედარი დაწვა

00:21 03-04-2020
1793

თბილისში 2 მარტს მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ისანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია მეზობლებისთვის დღეს გახდა ცნობილი. მათი თქმით, დედა-შვილს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ისინი მარტო მარტო ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, შვილის მიერ მოკლული ქალი მხატვარი იყო. 

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.