მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს

08:44 03-04-2020
41

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა განვითარებად ქვეყნებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაეცემა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საუბარია ფინანსურ პაკეტზე, რომელიც საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების გამოყოფას ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკის დახმარებას 70-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.