ფიქრის გორაზე „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს

12:07 03-04-2020
86

თბილისში, ვერაზე მდებარე სუპერმარკეტში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. 

უწყების ინფორმაციით, „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს.

ამ წუთებში, სუპერმარკეტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.