აღმაშენებლისN63ა-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18:03 03-04-2020
30

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღმაშენებლის N63ა-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი გამგეობიდან 80,000 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიმდინარეობას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.