ორი თვეში ფრენების შეზღუდვით, 30 მილიონ ლარზე მეტით იზარალა ტურისტულმა ინდუსტრიამ - თურნავა

13:57 03-05-2020
114

პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ვირუსის საქართველოს ეკონომიკაზე, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ზუსტი მათემატიკა. ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ჩვენს შემთხვვევაშიც, დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკასა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, რაც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული საკითხები. აქედან გამომდინარე, ციფრები და მოლოდინები იცვლება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი.

ცალსახაა, რომ გლობალური ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო. ისევ და ისევ, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა“,- განაცხადა თურნავამ.