შემზარავი კადრები ხაშურიდან, სადაც ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

15:37 03-05-2020
5545

ვრცელდება კადრები ხაშურიდან სადაც დღეს მამაკაცმა ქმარმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. კადრებში ჩანს, რომ ქალი უგონო მდგომარეობაში და გამვლელები მისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობენ.

შემთხვევა, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე მოხდა.

ახალგაზრდა ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტი ადგილზე არ დაგვხვდა. ალბათ, მოქალაქეებმა გადაიყვანეს, - განუმარტეს „პრაიმტაიმს“ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.