„ჯერ დაჭრა, მერე წიხლებს ურტყამდა“ - თვითმხილველები ხაშურში მომხდარი ინიციდენტის შესახებ ჰყვებიან

16:11 03-05-2020
1740

ხაშურის ცენტრში ქმარმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით ქალის მდგომარეობა მძიმეა, იგი თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმს“ თვითმხილველები უყვებიან, მეუღლემ ახალგაზრდა ქალი ჯერ ცივი იარაღით დაჭრა შემდეგ კი წიხლებს ურტყამდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ქალს გული გაუჩერდა თუმცა ექიმებმა აუმუშავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დააკავა, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

რედაქციის შენიშვნა:

2019 წელს, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოიყენეს დაკავების ღონისძიება. ოჯახურ დანაშაულს 7 ქალი ემსხვერპლა.