ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა „ვალენსიასა“ და „ატალანტას“ შორის, რომელიც ესპანეთში, „მესტალიაზე“ უნდა გაიმართოს მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა. მიზეზი კორონავირუსი გახდა.
მატჩის ცარიელ ტრიბუნაზე გამართვის გადაწყვეტილება UEFA-ს ხელმძღვანელებმა და ესპანეთის მთავრობამ ერთობლივად მიიღეს. არ არის გამორიცხული, რომ „ვალენსია“-„ატალანტას“ წყვილს სხვა თამაშებიც შეემატოს.
ასევე უცნობია, რა ბედი ელის ერთა ლიგაზე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირებას. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს, ან გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩატარდეს. შეგახსნენებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.