ავარია მახათას მთაზე - არის მსხვერპლი

10:11 03-06-2020
1152

თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა.

ადგილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.