„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს.
„უმუშევრობა და ფასების ზრდა არის ორი მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები მხოლოდ გააღრმავებს ამ პრობლემებს. ამიტომ, მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, გადასახადების შემცირებით და საგადასახადო შეღავათებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. კერძოდ, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აირიდოს სამუშაო ადგილების შემცირება და ადამიანების სახლში გაშვება. ამით შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს. ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით კი, 8-10 თეთრით შემცირდება ბენზინის ფასი, რაც ასევე გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის კლებას და საშუალებას მოგცემ, რაღაც პერიოდი მაინც თავიდან ავირიდოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება“, - განაცხადა ბაქრაძემ.