საქართველოში, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაზე საგადასახადო შეღავათები წესდება

14:41 03-06-2020
284

მთავრობამ საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო.

ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი, პირველ 6 საწარმოს მიენიჭა – სტატუსის მქონე საწარმო, ისარგებლებს, საგადასახადო შეღავათით დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ, საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება, დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;

აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას, ხელს შეუწყობს, იმპორტულ საქონელთან მიმართებაში, თანაბარი კონკურენციის პირობების და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გადადის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე – Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა).

საქართველოს ხელისუფლებისთვის, პრიორიტეტულია, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით.

ავტორი: რუსა ღვანიძე