ბალიზე, სადაც ქართველები ხშირად მიემგზავრებიან, კორონავირუსს ვერ ადგენენ

17:15 03-06-2020
438

ტურისტულ კუნძულ ბალიზე, ლაბორატორიები, ვერ შეძლებენ კორონავირუსზე შემოწმებას.

„კუნძულ ბალიზე მყოფი ტურისტები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, აღშფოთებულნი არიან, რომ ისინი დაინფიცირდნენ სასიკვდილო კორონავირუსით, მაგრამ მათი ანალიზის შემოწმება, ვერ ხერხდება“ - აღიარებს ბალის ჯანმრთელობის სამინისტრო.

width=600

ბალის ჯანდაცვის მთავარი სანიტარული ოფიცერი კეთუთ სუარჯაია ამბობს, რომ ბალიში არ იყო ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებდა COVID-19– ის არსებობას, ამიტომ ამის ნაცვლად, ნიმუშების გაგზავნა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, კუნძულ იავაზე მოგვიწია.

”მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ახალი ვირუსი, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს, კორონავირუსზე გამოკვლევების საშუალება”, - თქვა მან.

”ინდონეზიის ყველა პროვინციის ნიმუშების შემოწმება ხდება „Litbankes“ -ში (ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი).”

მაგრამ ბ-ნი სუარჯაია ამტკიცებს, რომ დამსვენებლებს, შეშფოთების მიზეზი არ აქვთ, კვლევის შედეგები, ორ დღეში იქნება ცნობილი.

”საზოგადოებას მოვუწოდებ არ შეშინდეს და პანიკას არ აყვეს, რადგან პანიკა და შიში უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი”, - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებმა ათასობით ადამიანი შეამოწმეს, ბალის ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯერჯერობით ნიმუშები მხოლოდ 35 ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტზე გაგზავნა, მათგან 12 კი შედეგებს, ჯაკარტადან ელოდება.

width=600

მათ შორის გამოირჩა, 10 ტურისტი იაპონიიდან, რუსეთიდან, დანიიდან, სლოვაკეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ბატონმა სუჯაიამ ასევე აღიარა, რომ ბალიში, მხოლოდ ცხრა სათანადოდ აღჭურვილი იზოლაციის ცენტრი არსებობს, მაგრამ თქვა, რომ დაავადების გავრცელების შემთხვევაში, მთელი საავადმყოფო, ინფიცირებულ პაციენტებზე იქნება გათვლილი.

”ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სამედიცინო სისტემას ბალის უკვე აქვს უნარი და გამოცდილება გაუმკლავდეს მსგავს ვირუსებს, მაგალითად SARS და ფრინველის გრიპის, ასე რომ, საზოგადოებას აღარ აქვს ეჭვის ფაქტორი,” - თქვა მან.

ავტორი: რუსა ღვანიძე