„ვეცდები მეცნიერულად, როგორც სტატისტიკის დოქტორმა დაგანახოთ რეალურად ციფრებში კორონა ვირუსი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ოთო აბესაძე წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„1.
ამ წუთის მონაცემებით მონაცემებით მსოფლიოში ცხოვრობს 7 769 243 205 ადამიანი
2020 წლის 1 იანვრიდან ამ წუთის მონაცემით დაიბადა 25 580 715 ადამიანი
2020 წლის 1 იანვრიდან ამ წუთის მონაცემით გარდაცვლილია 10 739 528 ადამიანი
2.
ამ წუთის მონაცემით მსოფლიოში კორონა ვირურის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 103 733
ამ წუთის მონაცემით გამოჯანმრთელდა 58 456
კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ წუთის მონაცემით 3 522
ამ წუთის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 41 755
3.
ამ წუთის მონაცემით ზოგადად ნებისმიერი შემთხვევით მსოფლიოში მხოლოდ 7 მარტს დაღუპულია 106 102 ადამიანი, ხოლო საშუალოდ დღეში იღუპება 164 527 ადამიანი
ამ წუთის მონაცემით მსოფლიოში 7 მარტს დაიბადა 253 103 ადამიანი, ხოლო საშუალოდ დღეში იბადება 388 059 ადამიანი
კორელაციის კოეფიციენტი ყოველდღიურ სიკვდიკიანობასა და კორონა ვირუსით გარდაცვლილთა შორის არის ძალიან სუსტი. 0.000032. რაც ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკაში კორონა ვირუსს ფაქტიურად არ აქვს წილი
ექსტრაპოლაციით დაანგარიშებული საპროგნოზო მაჩვენებლებით მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზრდება 47 % ით
სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება 81 % ით
დასკვნა
რომ შევადაროთ „კორონა“ ვირუსის მონაცემები წარსულში გავრცელებულ ორ ყველაზე მსხვილ ვირუსს, H1N1 ე.წ. „ღორის გრიპს“ და ე.წ. „ქათმის გრიპს“, გავრცელების, გაბნევის კოეფიციენტი, დაინფიცირების სიხშირე და სიკვდილიანობის კომპონენტში საშუალოდ 68% ით მეტი იყო ვიდრე „კორონა“ ვირუსი.
უბრალოდ მაშინ არ იყო ესეთი აქტიური სოც. ქსელები მსოფლიოში და შესაბამისად, ნაკლებად ხდებოდა პანიკის დათესვა
ამ პოსტით ვცდილობ მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ციფრებით მინდა დაგანახოთ რეალობა, რათა რაციონალურად მოხდეს რეალობის აღქმა და აღარ გაგრძელდეს უსაფუძვლო პანიკა“, - წერს ოთო აბესაძე.