კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უეფა-მ იტალიელი არბიტრები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის უახლოეს მატჩების მსაჯობას ჩამოაშორა. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ისინი არ მოემსახურებიან უეფა-ს ეგიდით გასამართ შეხვედრებს.
ასევე, გასულ კვირას, ევროთასების მატჩებზე მუშაობდა სამი არბიტირი იტალიიდან: დანიელე ორსატო ემსახურებოდა „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პირველ თამაშს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მარკო გუიდა სჯიდა ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩს „ესპანიოლსა“ და „ვულვერჰემპტონს“ შორის, იმავე დღეს დავიდე მასა მთავარი მსაჯი იყო „არსენალისა“ და „ოლიმპიაკოსის“ საპასუხო მატჩზე.