ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა დონალდ ტრამპი სამედიცინო ტერორიზმში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
როგორც მოჰამედ ჯავადი წერს, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სანქციებს უმკაცრებს.
„დონალდ ტრამპი განზრახ ამკაცრებს არაკანონიერ სანქციებს, რათა ირანს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო რესურსები მოუსპოს. ამ დროს, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. მსოფლიო აღარ უნდა იყოს ჩუმად, ვინაიდან აშშ ეკონომიკურ ტერორიზმს სამედიცინო ტერორიზმით ანაცვლებს“, - დაწერა მოჰამედ ჯავად ზარიფმა.