გორში ავარიისას დაშავებული 22 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

00:10 03-08-2020
726

გორში, სტალინის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულია 20-დან 25 წლამდე ასაკის 4 ახალგაზრდა.

ოთხივე დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთი პაციენტს, 22 წლის ახალგაზრდას თავის ტრამვა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.