ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი

00:46 03-08-2020
1507

ავტობანზე, სოფელ იგოეთთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ერთმანეთს დასავლეთისკენ მიმავალი სატვირთო და „ფორდის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. 

ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები სხვადასხვა დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.