მკვლელობა თბილისში - გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი

11:28 03-08-2020
1349

დღეს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, პაბლო პიკასოს ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სახლი ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნის, სადაც ქალი მუშაობდა, მოკლული კი სავარუდოდ მისი შვილია. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით დანაშაული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სავარაუდოდ, ცივი იარღით დაჭრილია თავმდასხმელიც

პრიმტიამს შსს ფაქტი დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მკვლელობაში სავარუდო ბრალდებული იდენტიფიცრებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.