კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება

12:01 03-08-2020
39

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის მდგომარეობით, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება.

„ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე 12 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. დღეს დილისთვის ცხრა პაციენტია, რომელთანაც  უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, რათა აუღონ ცხვირ-ხახიდან ნიმუშები“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.