„უბრალოდ მოვარტყი“ - დედის პირველი კომენტარი, რომელმაც სამი თვის ჩვილი სცემა 

12:39 03-08-2020
4692

დედა, რომელმაც ქუთაისის საავადმყოფოში სამი თვის ჩვილი სცემა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ის „რუსთავი 2“ -თან, საუბრისას აცხადებს, „რა მოხდა არ ახსოვს“.

მისივე თქმით, ბავშვთან ერთად უკვე სახლში იმყოფება და ჩვილის გაზრდაში დედამთილი ეხმარება.

„არაფერი არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვიყავი. ორი ღამის უძილარი. რა, როგორ და რანაირად იყო. ნერვოზი გჭირსო და სამკურნალო ხარო. ბავშვს ინგალაციას ვუკეთებდი, რა დროსაც ტირილი დაიწყო. უბრალოდმოვარტყი. ბებია და დედამთილი უვლის ახლა. ჩაბარებული მათ ჰყავთ,“ - აცხადებს ჩვილის დედა.

მისივე თქმით, საავადმყოფოდან იმიტომ წამოვიდნენ, რომ გადასახდელი თანხა არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ  სცემს დედა სამი თვის ბავშვს.