ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

16:45 03-08-2020
7960

ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ისევ სოციალურ ქსელში ეხმიანება, თუმცა ამჯერად სტატუსის პათოსი და შინაარსი სრულიად განსხვავებულია. გვარამია გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.

„არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს. სიყვარული გვაერთიანებს“, - დაწერა დღეს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ.

„ამირან გამყრელიძე - კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს“, - დაწერა გუშინ ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამიამ. ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პოსტის გამო გვარამია გააკრიტიკა.