კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა.
დღეიდან ეტაპობრივად გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაობები სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დანარჩენ ფილიალებში.