თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

12:39 03-09-2020
519

მსუბუქი ავტომობილი დაიწვა მარჯვენა სანაპიროზე. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლიკვიდრებულია. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ჯგუფი იყო მობილიზებული.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.