რონალდინიომ საპატიმროდან პირველი ფოტო გაავრცელა

14:58 03-09-2020
274

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო გუშინ პარაგვაის ციხეში გადაიყვანეს. ფეხბურთელმა საპატიმროდან პირველი ფოტოც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში, ყალბი საბუთებით მოძრაობის გამო დააკევს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

აღნიშნულ სასჯელზე ქვეყანაში მოქმედი კანონის მიხედვით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ძმასთან ერთად 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დიდი ალბათობით, სასჯელის ფორმა შემსუბუქდება.