ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა პსჟ-ს და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩატარდება.
გადაწყვეტილება საფრანგეთის პოლიციის რეკომენდაციით უეფამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მიზეზი კორონავირუსია. შეხვედრა ოთხშაბათს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ჩემპიონთა ლიგის სხვა მატჩსაც შეეხო. კერძოდ, მერვედფინალური ეპატის განმეორებითი შეხვედრა „ვალენსიას“ და „ატალანტას“ შორის ასევე გულშემატკივრების დასწრების გარეშე, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.