აშშ-ის სავაჭრო ბაზრები დაეცა - S&P 500-ის ინდექსი პირველივე წუთებში 6.9%-ით დაეცა, ხოლო Dow Jones-ი 7%-ით. S&P 500-ის დაცემის შემდეგ, ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა.
თუ განახლების შემთხვევაში დანაკარგი 13%-ს მიაღწევს, ვაჭრობას კიდევ 15 წუთით შეაჩერებენ. თუ დაღმასვლა 20%-მდე დავა, ბაზრებს ერთი დღით დახურავენ.
5-პროცენტიანი ვარდნის შემდეგ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეჩერდა უოლ სტრიტზეც.
ინდექსების დაცემა ნავთობის ფასის დაკლებას მოჰყვა,რაც გამოიწვია „ოპეკი პლუსის“ შეთანხმების ჩავარდნამ, რომლის შემდეგ ნავთობი რეკორდულად გაიაფდა და 1 ბარელი ერთბაშად 31 დოლარამდე ჩამოვიდა.
ნავთობზე ფასების ასეთი მასშტაბური კლება გამოწვეულია კორონავირუსის გამო, რადგან რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირების ტენდენციებზე წლის ბოლომდე - დღეში 1.5 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირებულიყო ნავთობის მოპოვება ამ მაჩვენებლით ნავთობზე ფასების ამგვარი კლება 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ არ ყოფილა.