რუბლი ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად გაუფასურდა

19:18 03-09-2020
129

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსული რუბლი ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. გასული 24 საათის განმავლობაში რუბლი დოლართან თითქმის 10%-ით გაუფასურდა.

ერთი დოლარის ღირებულება ამჟამად 74.9 რუბლია. 

რუბლის გაუფასურება ნავთობის ფასების ვარდნას მოჰყვა.  ერთი ბარელის ფასი 30%-ით დაეცა და 33 აშშ დოლარს გაუტოლდა.

გასულ დღეებში OPEC-ის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას წარმოების შემცირების შესახებ. რუსეთმა უარი თქვა წარმოების იმ რაოდენობისა და ვადების მიხედვით შემცირებაზე, რაც დანარჩენმა წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს კორონავირუსისგან მომავალი რისკების ფონზე. შედეგად საუდის არაბეთმა აზიისათვის ერთ ბარელი 4-დან 6-მდე დოლარით გააიაფა, აშშ-სათვის კი 7 დოლარით.